ბუნების ძეგლები
ბუნების იმ ძეგლთაგან, რომელთაც დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა, დაბა დედოფლისწყაროსთან ყველაზე ახლოს არწივის ხეობა მდებარებს. იქ რომ მოხვდე, მე-19 საუკუნეში შექმნილი რუსული სოფელი მაზოვკა უნდა გაიარო. სოფლის ერთსართულიანი სახლების თეთრად შეკირული კედლები და ლურჯი დარაბები კახეთისათვის ტრადიციული ორსართულიანი სახლების ფონზე მოულოდნელ დისონანსს ქმნის. ამ თავისებურად კოლორიტული სახლების ისტორია 1803 წელს დედოფლისწყაროში რუსული სამხედრო შენაერთის დისლოცირებიდან დაიწყო. ქიზიყში ჩასახლებულ დაქირავებულ რუს რეკრუტებს მოგვიანებით დეკაბრისთა აჯანყების მხარდამჭერი რუსი ოფიცრობის ნაწილიც შეუერთეს. (მაზოვკის გარდა, ქიზიყში კიდევ არსებობს რამდენიმე რუსული დასახლება, რომლებშიც რელიგიური ნიშნით დევნილი სექტანტების ,, სტაროვერებისა'' და ,,მალაკნების'' შთამომავლები ცხოვრობენ)
სოფლელ მაზოვკის ბოლოდან აუცილებლად შენიშნავთ კირქვული წარმოშობის კლდეებს, მაგრამ მხოლოდ ახლოს მისვლისას აღმოაჩენთ, რომ ეს პატარა ხევის მიერ გაჭრილი ღრმა და ულამაზესი კანიონის შესასვლელია. ხეობის ორივე მხარეს წამოჭიმული კირქვული კონგლომეტრატები ფოთლოვან ტყესა და ძეძვის ბუჩქნარშია ჩაფლული. გასაოცარია რომ ბუნების ძეგლის ფართობის (100ჰა) მიუხედავად, ,,არწივის ხეობაში" ერთამნეთისაგან მკვეთრად განსხვავებული მაღალმთის, უდაბნოსა და ჭაობის მცენარეულობა გვხვდება. ხეობის დამთვალიერებელს აქ
საშუალება აქვს იხილოს ენდემური და გადაშენების გზაზე მყოფი მცენარეების
ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა: კახეთის მაჩიტა-კირქვის კლდეებზე ყოველგვარი ნიადაგის გარეშე ამოსული მწვანედ მოხასხასე მცენარე, რომელიც ძალიან ლამაზად, თეთრად ყვავილობს და წიწვოვანი ბუჩქი ტუია, რომელიც საქართველოს ნარცერთ არცერთ კუთხეში არ გვხვდება. არემარეს საოცრად მიმზიდველს ხდის ყვავილების მრავალფეროვნება, რომელთა შორის 7 სახეობის ორქიდეაცაა. არწივის ხეობიდან ალაზნის ველისა და კახეთის კავკასიონის ფანტასტიკური ხედი იშლება.
ეს ციწრო და ღრმა კანიონი იდეალურ ადგილს წარმოადგენს ფრინველებზე დაკვირვებისათვის. ამ პატარა ტერიტორიაზე ფრინველთა სამოცდაათამდე სახეობის ნახვა შეიძლება. კირქვის ციცაბო კედლები ორბების საბუდარს წარმოადგენს. აქვე სხვა მტაცებელ ფრინველებს -ფასკუნჯს, გველიჭამია არწივს, შავარდენსა და გავაზს შეხვდებით. ეს უკანასკნელი საქართველოში გავრცელებულ მტაცებელ ფრინველთა შორის განსაკუთრებულად ძვირფას და ბუნებრივად იშვიათ სახეობადაა მიჩნეული. ამავე ხეობაში ბუდობს საქართველოში ძალზედ იშვიათი შავი ყარყატი, იგივე იშხვარი.
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში შესული ბუნების სხვა სასწაული-ტახტი-თეფა - მოშორებულია ეროვნულ პარკსა და ვაშლოვანის
ნაკრძალს და დალის მთის მახლობლად მდებარეობს. არაორგანული ბუნების ეს ძეგლი აბსოლუტურად განსხვავებულია ყველაფრისგან, რისი ნახვაც კი საქართველოში შეიზლება. ამ ტალახოვანი ვულკანის მნახველს ისეთი შეგრძნება ეუფლება, რომ არათუ სხვა ქვეყანაში, არამედ სხვა პლანეტაზე მოხვდა. ვულკანი მოთეთრო , ბრტყელთხემიანი ბორცვია, რომელიც გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს. სასუნთქებიდან და კრატერებიდან, რომელთაგან ყველაზე დიდის დიამეტრი 3.3-4 მეტრია, მუდმივად ინთხევა და ჟონავს სამკურნალო თვისებების მქონე აირი და ტალახი, რომლის ბლანტი მასა შემდეგ ხევში მიედინება.
მაგრამ ქიზიყის ბუნების მტავარი საოცრება და განძი მკაცრად დაცული ვაშლოვანის ნაკრძალი და მისი ლოგიკური გაგრძელება -2003 წელს შექმნილი ვაშლოვანის ეროვნული პარკია.
No comments:
Post a Comment